18 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
"ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეებზე" - ოპოზიცია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

”ევროპული საქართველო” 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება ოთარ კახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს და არ არის ორიენტირებული მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე.

ოთარ კახიძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, 2020 წლის არჩევნებში, ხელისუფლების ცვლილებაა.  

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი

„ევროპული საქართველო მხარს არ დაუჭერს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ვინაიდან, აღნიშნული ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეებზე. იგი არ ასახავს გადასახადების დაწევას. ჩვენს მოქალაქეებს, ამავე დროს, არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ვინაიდან, გათვლილია 2.98 ლარის კურსზე. მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის გაზრდილი ფასები, ინფლაცია, რასაც ეს ბიუჯეტი არა თუ გამოასწორებს, არამედ კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის მომავალ წელს ამ ხელისუფლების სახლში გაშვება, არჩევნების გზით“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, 2020 წლის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ, მოქალაქეების გულის მოგებაზეა მორგებული.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„მომავალი წლის ბიუჯეტი აგებულია საგარეო და საშინაო ვალების ზრდაზე და წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის გულისმოგებაზე. მაგრამ ავიწყდებათ, ამ წლის ასე უპასუხისმგებლო ბიუჯეტმა რა დღეში ჩააგდო ხალხი. სურსათი 11%-ით გაიზარდა, ხოლო ზოგიერთი საქონელი 15%-მდე , როგორიც არის რძე, ხორცი, შაქარი, ყველი და უამრავი პირველადი მოხმარების აუცილებელი საგნები. ლარი, ფაქტობრივად უკვე არის უმაღლეს დაცემამდე მისული“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს. პარლამენტმა მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყო.

 საკომიტეტო მოსმენას დღეს ოპოზიცია არ დაესწრება. მათი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი "ქართულმა ოცნება" საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიას მოარგო. 

დღის ამბები