18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
"თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ" - ირაკლი კოვზანაძე

თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. მისი თქმით, დამატებითი რესურსი, მოქალაქეების უკეთეს ყოფას მოხმარდება. 

„ჩვენ გვაქვს ზრდა, თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ. გადამუშავებულ ბიუჯეტს ვგულისხმობ 2019 წლის. დამატებითი რესურსი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გასაზრდელად. ეს არის ხელფასები, პენსიები. ვალი იზრდება ცხადია, მაგრამ ეს თანხა ზრდის, რომელიც არის იგივე ვალთან დაკავშირებით, მიმართული არის უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“ - განმარტა კოვზანაძე.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს. პარლამენტმა მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყო.

ცნობილია, რომ საკომიტეტო მოსმენას დღეს ოპოზიცია არ დაესწრება რადგან, მათივე შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიას მოარგო. 

დღის ამბები