18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"ხელისუფლების მიმართ იქნება გამაფრთხილებელი ყვითელი ნიშანი, რომ მიხედონ სასამართლო ხელისუფლებას" - ანა დოლიძე 

თავისუფალი სასამართლო, მედია პლურალიზმი და 2020 წლის არჩევნები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც  საქართველოში ჩამოსული ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო  დემოკრატიის გაძლიერების ძირითად ფაქტორებად მიიჩნევს და ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციები აქვთ.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრისას გაჟღერებულ გზავნილებზე "კურიერი" ექსპერტებს ესაუბრა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, სასამართლო რეფორმა იქნება ის თემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება გამაფრთხილებელ ნიშანს მიიღებს.

"ჩვენი ხელისუფლების მიმართ იქნება გამაფრთხილებელი ყვითელი ნიშანი, რომ მიხედონ სასამართლო ხელისუფლებას, რომ უცხოელსაც და პირველ რიგში ქართველსაც ჰქონდეს ზურგი სასამართლო ხელისუფლების სახით,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის თქმით, ალიანსის დელეგაციასთან შეხვედრისას მან მედიასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"4 ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება,  არის გარკვეული პრობლემების წინაშე და სამის მიმართ სამართლებრივი დავაა,"- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

დღის ამბები