29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
გენერალური პროკურატურა გამოკითხვაზე გიორგი გაბუნიას იბარებს

გენერალური პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია".

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე ხვალ 11 საათზე დაბარებულია ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

დღის ამბები