20 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
ხელისუფლებისთვის მიუღებელი პროტესტი - ჯანდაცვის უწყების ფოიეში მცხოვრები დევნილები შიმშილობას განაგრძობენ

დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - თითქმის სამი კვირაა, დევნილები ჯანდაცვის უწყების ფოიეში ცხოვრობენ. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სამინისტროს დაცვის წარმომადგენლებმა დღეს პროტესტის მონაწილეებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს, ჟურნალისტი შენობაში არ შეუშვეს.

გუშინ აქციის მონაწილეებმა უწყების სამუშაო სივრცეში შეჭრა სცადეს. მათი განცხადებით, მოთხოვნებზე ხელისუფლება არ რეაგირებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პრობლემის მოგვარებაზე სპეციალური კომისია უკვე მუშაობს. დევნილების პროტესტს კი უწყება მართულს უწოდებს. საცხოვრებლით დაკმაყოფილებას 60-მდე ოჯახი ითხოვს, აქციის 4-მა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობს.

დღის ამბები