19 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
"ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს" - თეა წულუკიანი

შეწყალებების სკანდალზე პრეზიდენტისგან გარკვეულ განმარტებებს ითხოვს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, საქართველო არა სამეფო, არამედ რესპუბლიკაა და მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.

"აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ თუ რომელიმე კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად, არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს. აქ არ იგულისხმება რამდენიმეგვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება უბრალოდ ახნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ შეწყალების პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებასთან პრეზიდენტის მხრიდან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გარდა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებული პირიც აღმოჩნდა.

დღის ამბები