19 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
12 მილიონი დაუსაბუთებელი პრემია და 5 დღეში როუმინგში დახარჯული 29 254 ლარი - აუდიტის სკანდალური დასკვნა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე"

აუდიტის სამსახური მორიგ დასკვნას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, "სახელმწიფო ელექტროსისტემას" 2014 – 2017 წლებში 77 მილიონ ლარამდე ზარალი ჰქონდა და ამავე პერიოდში, 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა. 3 წლის განმავლობაში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" უკანონო მშენებლობის გამო 25-ჯერ დაჯარიმდა.

აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სკანდალურ დასკვნაში კომპანიის თანამშრომლების როუმინგული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებიც მოხვდა,  აუდიტის სამსახურის განცხადებით, ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში კომპანიის ხელმძღვანელის როუმინგულ მომსახურებაში ხუთ დღეში გადახდილი 29 254 ლარი:

"2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29,254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს,"- წერია აუდუტუს დასკვნაში.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები