20 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
"ლიეტუვა და ესტონეთი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ" - კანდელაკს სუსთან კითხვები აქვს

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ლიეტუვას და ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურები თბილისში ჩატარებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას და მასში მათი ქვეყნების დელეგატების მონაწილეობას საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ.

განცხადება დღეს გიორგი კანდელაკმა გააკეთა. კანდელაკი ინტერესდება თუ ნატოს წევრი ორი ქვეყანა ასეთ დასკვნას აკეთებს, ეს რატომ არ არის პრობლემა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის და რატომ ჩატარდა ღონისძიება თბილისში.

"ნატოს წევრი ორი სახელმწიფოს სპეცსამსახური ამბობს, რომ ეს ასამბლეა არის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი და ამ პლატფორმაში მონაწილეობა არის რისკი მათი ეროვნული უშიშროებისთვის, დაინტერესდა თუ არა საქართველოს სუსი ამ საკითხით, შეამოწმა თუ არა რუსეთის დუმის წევრები, რომლებიც იყვნენ თბილისში და გამოჰკითხა თუ არა ბატონი ქუცნაშვილი,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები