20 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
ვაშინგტონში ქართული ტრადიციული ქვევრი დადგეს

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, საელჩოს ეზოში სიმბოლურად ქვევრიც დადგეს. ქვევრთან საინფორმაციო დაფაც განთავსდა, რომელიც დაინტერესებულ გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურას გააცნობს.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული ღვინოც დააგემოვნეს. 


დღის ამბები