19 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის მშენებლობის პროცესზე განმარტებებს აკეთებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის მშენებლობის პროცესზე განმარტებებს აკეთებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროცესი დროში გაიწელოს, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა უარყო. მისი განცხადებით, ამ დროისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

"ჩვენ ველოდებით ბანკებს, მთავრობას, ინვესტორებს და ჩვენს შორის მოლაპარაკებების დასრულებას, იმედია წარმატებით, რის შემდეგაც შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას და პორტის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვადებში ჩავეტიოთ,"- განაცხადა ახვლედიანმა.

დღის ამბები