20 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში ქუჩის შეტაკებები ისევ გრძელდება. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ეკვადორის პრეზიდენტმა დემონსტრანტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და მათ კრიმინალები უწოდა. აქციაზე 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მთავრობის ფისკალურ რეფორმას, რამაც საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია. 

დღის ამბები