19 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
"მოისმინა წარმატებით" - "გირჩმა" სუსი სერტიფიკატით დააჯილდოვა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სერტიფიკატი გადასცა. მისი თქმით, ფურცელი ადასტურებს, რომ სუსმა "გირჩის" ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ წარმატებით მოისმინა. ​

საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება, როცა "გირჩის" 7 წევრი საქმის მასალების გასაცნობად პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. "გირჩის" წევრების თქმით, გამოძიებამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი წლის განმავლობაში მათზე ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, თუმცა კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში უსმინო "გირჩს" და იქიდან რაიმე აზრი ვერ გამოიტანო, გადავწყვიტეთ, რომ დავაჯილდოოთ სუსი შედარებით მარტივი სერტიფიკატით უბრალოდ, რომ მათ მოისმინეს ჩვენი ლაპარაკები,"-ამბობს პოლიტიკური პარტია "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

სუსის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სერტიფიკატი არ ჩაიბარა, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძემ ის ქუჩაში დატოვა.

დღის ამბები