19 მაისი 2024,   22:39
ვრცლად
"მორატორიუმიც იურიდიულად გაუმართავი იყო"- მამუკა მდინარაძე შეწყალებების სკანდალზე

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში მორიგი სკანდალური მსჯავრდებულის აღმოჩენა სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღის საფუძველი გახდა. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და თვით მმართველი გუნდიც პრეზიდენტისგან უფრო მეტ განმარტებას ითხოვენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, შეწყალებულთა სიაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა შეწყალებაშიც არანაირი ლოგიკა არ იყო. მდინარაძის შეფასებით, იურიდიულად გაუმართავი იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმიც:

"ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, რომლის შეწყალებაშიც არანაირი ლოგიკა არ იყო. მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით შემდეგ მორატორიუმიც იურიდიულად გაუმართავი იყო და ჩვენ ვმსჯელობთ უნდა იყოს თუ არა საკანონმდებლო შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ ეს ამბავი, ეს დისკუსია მალე უნდა მორჩეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები