20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
"ჟურნალისტი დაიბარო იმიტომ, რომ პრემია გამოუწერეს, არასერიოზულია" - მელაძის პროკურატურაში გამოკითხვას ჟურნალისტები და ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან

ნოდარ მელაძის გამოკითხვის დასრულებას პროკურატურასთან ჟურნალისტები და ოპოზიციის ლიდერები ელოდებოდნენ. მათ პროცესს მასკარადი და აბსურდის თეატრი უწოდეს. შეკრებილები საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ.

"ჟურნალისტი დაიბარო იმიტომ, რომ მას პრემია გამოუწერეს, არასერიოზულია,"- განაცხადა "მთავარი არხის" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას აბსურდის თეატრს უწოდებს ინგა გრიგოლია.

"ჟურნალისტს საგამოძიებო უწყებაში იბარებენ იმის გამო, რომ გამორჩეული მუშაობისთვის მას ოდესღაც საკუთარმა მენეჯერმა მისცა პრემია, ამაზე მეტი აბსურდი არ შეიძლება რამე მოხდეს," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებს ნოდარ მელაძის პროკურატურაში დაბარებას პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე:

"ჰიპერაქტიურია პროკურატურა მედიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლაში და რაც მთავარია, მთავარი ხელისუფალის დავალების შესრულებაში,"- აღნიშნა ვაშაძემ.

დღის ამბები