26 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
საკრებულოს დეპუტატის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა - სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს 

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანაშემწის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობა - სახალხო დამცველმა ინფორმაციის მისაღებად გენერალურ პროკურატურას მიმართა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

"საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით," - წერია განცხადებაში.

მნიშვნელოვნად მიიჩნევს ომბუდსმენი სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით საქმეში ყველა შესაბამისი უწყების აქტიურ ჩართულობას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები