18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
შტაინმაიერის ვიზიტი - პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას ხვდება

ათონელის 25 ნომერში გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დაგეგმილია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა. მოგვიანებით კი მედიასთან პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების გაკეთდება.

საქართველოში იმყოფება უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელმაც "კურიერთან" შტაინმაიერის ფორმულის შესახებ ისაუბრა. იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მისი სურვილია, შტაინმაიერის ფორმულამ ყველა რთული საკითხი მოაგვაროს, თუმცა საქართველოს და უკრაინის შემთხვევები განსხვავებულია. 

როგორც ცნობილია, გერმანიის პრეზიდენტმა  უკრაინას კონფლიქტების მოგვარებისთვის თავისი ფორმულა შესთავაზა.  ექსპერტებს აინტერესებთ, შესთავაზებს თუ არა გერმანიის პრეზიდენტი იმავე ხედვას საქართველოსაც. 

"ვისურვებდი, ამ ფორმულას ყველა რთული საკითხი მოეგვარებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ისტორიამ გვასწავლა, რომ გამოსავლის პოვნა მარტივი არ არის. ნებისმიერი მიდგომა მნიშვნელოვანია. ყველაფერი პოლიტიკოსების ჩართულობაზეა დამოკიდებული, რაც ყველაზე მთავარია, ხალხი უნდა იყოს ჩართული. ამ ფორმულის შესახებ არა ერთი სპეკულაცია და ჭორი ვრცელდება," - აცხადებს იგორ დოლგოვი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ შტაინმაიერის ფორმულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

„შტაინმაიერის ფორმულის შესახებ არაფერი ვიცი. უკრაინაში რომ მოვლენები წინ მიიწევს, ეს უკვე კარგია. დავაკვირდებით, ეს ყველაფერი როგორ შესრულდება,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი

შტაინმაიერი უკვე იწყებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, მოგვიანებით ის შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაიმართება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესმენებთან, ასევე ის კახეთში ღვინის ქარხნებს მოინახულებს.

დღის ამბები