18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
ზურაბიშვილი რუსეთთან დიპლომატიური დიალოგისთვის გერმანიასა და პარტნიორ ქვეყნებს კონსულტაციებში ჩართვას მოუწოდებს

საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვი ზალკალიანის ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაეროს ფორმატში გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, თუმცა მისი შეფასებით, ეს შეხვედრა შესაძლოა ოკუპაციის დეესკალაციის წინაპირობა იყოს. 

"რაც შეეხება საქართველოს და რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრებს  შორის ნიუ-ორკში შეხვედრას, რომელიც შედგა გაეროს ფორმატში, თავისუფალ სივცეში, ჩვენთვის ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი, მაშინ, როცა ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მე ჩემს სიტყვაში გაეროში ყოფნისას ვთქვი, რომ როცა ქვეყანა არის კონფლიქტურ სიტუაციაში და ოკუპაციის გადასალახად უარი თქვა ცალმხრივად ძალის გამოყენებაზე, რჩება მხოლოდ ერთი გზა, ეს არის დიპლომატიის გზა. ამ დიპლომატიის გზაზე ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს და აშშ-ს, რომ იყვნენ ჩართული და თავიანთ კონსულტაციებში, არასოდეს გამოტოვონ საქართველო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები