18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
"საქართველოს ნატო-ევროკავშირის გზაზე პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს"- შტაინმაიერი


"გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა", - ამის შესახებ გერმანიის ფედერციის პრეზიდენტმა  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. 

"მჭიდრო თანამშრომლობა ახსენეთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მათ შორის ნატო-ევროკავშირის ფორმატი და თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში. საქართველოს მარტივად ხელსაყრელი სამეზობლო არ ჰყავს, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდგომარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისაკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს და ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭრის იმედი", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

დღის ამბები