18 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე და წარსული საქმიანობა - მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს პასუხობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს მოსამართლეობის რიგით მე-6 მსურველი მაია ვაჩაძე პასუხობს. მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1999 წლიდანაა. ის განმეორებითი ვადით  უმაღლეს ინსტანციაში 10 წლის წინ აირჩიეს.

ოპოზიციის წევრები მაია ვაჩაძეს კითხვებს გახმაურებული საქმეების შესახებ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ უსვამენ. მათ შორის, კითხვა ეხებოდა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული საქმის განხილვას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კითხვა მაია ვაჩაძეს "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ დაუსვა.

"თქვენ მონაწილეობდით "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. იმ განმარტებიდან გამომდინარე, რაც მანამდე გააკეთეთ, რომ რა შემთხვევაში ნიშნავთ ზეპირ მოსმენას. ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტეთ სხვაგვარად?" - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მაია ვაჩაძემ ოთარ კახიძის ამ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას კასაციაში ვერ მიიღებდა. 

"თუ თქვენ ამბობთ, რომ იძულება ფაქტია, მე გადაწყვეტილებას კასაციაში ვერ მივიღებდი. აუცილებლად, მე უნდა დამებრუნებინა ეს. კასაციაში ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ მიიღებოდა, იძულება რომ იყო ფაქტი, იმიტომ, რომ მე ის უნდა დამებურუნებინა," - განაცხადა მაია ვაჩნაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მისი წარსული საქმიანობაც შეახსენა. როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტროში მაია ვაჩაძე პროპაგანდის განყოფილების უფროსი იყო. გიგა ბოკერია დაინტერესდა, რას საქმიანობდა მაია ვაჩაძე განყოფილებაში.

"თქვენ 1989-91 წლებში, ანუ საბჭოთა რეჟიმის დროს, იყავით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროპაგანდის განყოფილების უფროსი კონსულტანტი. მეორეგან, რომელიც უფრო ახალი აღებულია, წერია, რომ თქვენ 89-93 წლებში იყავით საბჭოთა რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა სამართლებრივი აღზრდისა და საყოველთაო სამართლებრივი სწავლების განყოფილების კონსულტანტად. რომელია ზუსტი უფრო? თუ ერთი და იგივე იყო?" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები