19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ტულუზაში "ყვითელჟილეტიანებსა" და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთში, ტულუზაში "ყვითელჟილეტიანებსა" და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებმა ავტომობილები, ნაგვის ურნები და საბურავები დაწვეს.

ამასთან, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებში შეღწევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ  სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები