18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
ვანო ზარდიაშვილს ირაკლი ზარქუა ჩაანაცვლებს

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის მიხედვით, ვანო ზარდიაშვილს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის გავლის შემდეგ ირაკლი ზარქუა ჩაანაცვლებს. "კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია, პარლამენტში ზარდიაშვილის ჩანაცვლებაზე ამ დროისთვის უარს ამბობს.

იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოს მანდატს არ დატოვებს, ზარდიაშვილის შემცვლელი საპარლამენტო დეპუტატი სიით მომდევნო თემურ გოცირიძე გახდება. 

როგორც ცნობილია, ორკვირიანი დუმილის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო მანდატი დღეს დატოვა. 

დღის ამბები