18 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
"გერმანიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"- ჩიქოვანი

გერმანიის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამავე შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში.

"გერმანიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან გამოხატა მზაობა იმისა, რომ ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და გერმანიას შორის, კიდევ უფრო განვითარდეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები