18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
"ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა" - ეკა ბესელია

ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის დატოვებას მასთან დაპირისპირებული დებუტატი ეკა ბესელია აფასებს. მისი შეფასებით, ზარდიაშვილს გადადგომის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია.

"უფრო ადრე, როდესაც მე მათ ვეუბნებოდი და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები, ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არამარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, ამას ვეუბნებოდი, კობახიძეზეც, ვიდრე გადაწვავდა მართლა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეგდო ყური ბიძინა ივანიშვილს და დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას შეფასებით, ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაუტოვებია.

"გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს რაიმე ღირსება და არ შეუძლია რაიმეზე უარი თქვას, რაც მისთვის კომფორტულია,"- აცხადებს ბესელია. 

ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, განმარტებები უმრავლესობამ უნდა გააკეთოს. 

დღის ამბები