21 მაისი 2024,   19:55
ვრცლად
ევროკავშირის მომავალი კომისარი რუსეთისთვის სტრატეგიულ ქვეყნად უკრაინას ასახელებს

ევროკომისარი, რომელიც ფედერიკა მოგერინის ჩაანაცვლებს, აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. ჟოზეპ ბორელი, რომელსაც უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნავენ, ამბობს, რომ აღმოსავლეთი პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველოს გარდა კიდევ 5 სახელმწიფო შედის. ბორელი დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის სტრატეგიულია უკრაინა, ამიტომ ევროკავშირმა კიევის დახმარება უნდა გააძლიეროს.

დღის ამბები