17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
პატიმრობის შეფარდების გაზრდილი სტატისტიკა - საია სასამართლოებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

საია სასამართლოებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომლის გასაჯაროებაც დღეს იგეგმება, ნათქვამია, რომ ყველაზე ხშირი დარღვევები უმრავლეს შემთხვევაში აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, პროცესების გაჭიანურება, რაც დაზარალებულებს და ბრალდებულებს უსამართლობის განცდას უტოვებს. შედეგი კი საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვაა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ მიმართულებით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც ამ ანგარიშს წინა ანგარიშებისგან გამოარჩევს არის ის პატიმრობის შეფარდების გაზრდილი სტატისტიკა, როგორც მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის გამოყენების თაობაზე ამ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც ის აკმაყოფილებდა. სასამართლო სხდომების დაგვიანებით დაწყებას აქვს ადგილი. ასევე ვხედავთ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც პატიმრობის გადასინჯვის დროს სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში აგრძელებს პატიმრობას," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

 

დღის ამბები