27 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
მერვე კლასის სახელმძღვანელოებში ცვლილებებია

მე-8 კლასის სახელმძღვანელოებში ცვლილებებია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესი განახლდა. საქმე ეხება შინაარსობრივ და ტექნიკური შინაარსის ცვლილებებს. გამომცემლებს ერთ თვიანი ვადა აქვთ გრიფირების გამოცხადებიდან, რათა წარადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მიიღონ ინფორმაცია რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას.

მერვე კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება შეეხება მეშვიდე კლასის გარკვეულ წიგნებსაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"შინაარსობრივი და ტექნიკური თვალსაზრისით სახელმძღვანელოები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს პროცესი და თვითონ სახელმძღვანელოები შესაბამისობაში მოვა, რეფორმის მთავარი პროექტის "ახალი სკოლის" მოდელის კონცეფციასთან, რაც გულისხმობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებას და რაც მთავარია წიგნიერების დონის ამაღლებას," - განაცხადა ირინა აბულაძემ.

როგორც ცნობილია, 2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს: VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი); დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები – ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი – ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

დღის ამბები