17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
"უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, "ქართული ოცნების" რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე"- ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, მმართველი პარტიის მთავარი ფასეულობა პიროვნული ერთგულებაა და არა პროფესიული კომპეტენცია.

დოლიძის განმარტებით, მიუღებელია უწყებებს უდიპლომო ადამიანები ხელმძღვანელობდნენ.

ანა დოლიძის თქმით, თუ ქართულ კინო კლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო "ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო მინისტრი, უდიპლომო მოსამართლე, უდიპლომო პროკურორი.

 "თუ ქართულ კინო კლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, "ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ "ქართული ოცნების" რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება," - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დღის ამბები