უბედური შემთხვევის შედეგად, ქუთაისში 65 წლის ქალი გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, შუახნის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.