18 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ძარცვა სენაკში - ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს თავს დაესხნენ

ძარცვა სენაკში. ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები ბენზინგასამართი სადგურის მორიგე ოპერატორს თავს დაესხნენ. მძარცველები ოპერატორს სეიფის გახსნას აიძულებდნენ. მათ ძალის გამოყენებით 260 ლარის წაღება მოახერხეს.

დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.


დღის ამბები