22 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
იაპონიაში სტიქია მძვინვარებს - ტაიფუნმა არც სამეფო რბოლები დაინდო

ტაიფუნმა "ჰაგიბისმა", რომელიც იაპონიის სანაპიროებამდე ხვალ მიაღწევს, უკვე ჩაშალა რაგბის მსოფლიო თასის ორი შეხვედრა ახალ ზელანდიასა და იტალიას, აგრეთვე ინგლისი-საფრანგეთს შორის. პირველად მსოფლიო თასების ისტორიაში, სარაგბო მატჩები ტაიფუნის საშიშროების გამო აღარ გაიმართება და ამ გუნდებს სატურნირო ცხრილში ფრე დაუფიქსირდებათ. რაგბი არ იკმარა და სტიქიამ, სპორტის კიდევ ერთ პოპულარულ სახეობას დაასვა დაღი, შაბათს დაგეგმილი საკვალიფიკაციო რბოლა აღარ გაიმართება.

ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვალიფიკაცია კვირას დილით გადაიტანონ და რბოლა კვირასვე გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა, "ჰაგიბისი" ამის საშუალებას მისცემს. იაპონიის დიდი პრიზი, რომელსაც სუზუკას ტრასა მასპინძლობს 1993 წლიდან უწყვეტად იმართება. სადაც ყველაზე მეტი, 6 გრანპრი ლეგენდარულ გერმანელ, მიხაელ შუმახერს აქვს მოგებული.

დღის ამბები