17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს კენჭს დღეს უყრიან

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს კენჭს უყრიან. მოსამართლეებმა, რომლებიც თანამდებობებზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულნი და სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ, გასაუბრება გასულ კვირას გაიარეს, დღეს კი მათი კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრის პროცედურას სულ 18 მოსამართლე გაივლის. 

დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზეც იმსჯელებენ. რა სახის ცვლილებებია დაგეგმილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები