17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
"არ ვაპირებ თავი შევიზღუდო იქ, სადაც არავის აქვს უფლება შეზღუდვისა" - დააკავებენ თუ არა, ნიკა მელიას ტელეეთერში მონაწილეობის გამო

დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას? - ის გუშინ ღამით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში იყო. როგორც თავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, ამის შესახებ პროკურატურა მისმა ადვოკატმა გააფრთხილა. მელია ამბობს, რომ ის თავს აღარ შეიზღუდავს და თავის საქმიანობას გააგრძელებს.

"არ ვაპირებ თავი შევიზღუდო იქ, სადაც არავის აქვს უფლება შეზღუდვისა, არამხოლოდ ჩემი, არამედ არცერთი საქართველოს მოქალაქისა, მით უფრო საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრისა. მას აქვს თავისუფლად გადაადილების და პოლიტიკური საქმიანობის კონსტიტუციური უფლება. დღევანდელი შეთანხმება ინფორმაციის სახით ეცნობათ და ცნობად მიიღეს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

საგამოძიებო უწყებამ მელიას უკვე მისცა ერთი გაფრთხილება, რომ საცხოვრებელი აღარ დაეტოვებინა. ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

დღის ამბები