21 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
"უკრაინაგეითის" სკანდალურ საქმეზე ტრამპის ადვოკატის პარტნიორები დააკავეს

ტრამპის სკანდალურ საქმეზე, რომელსაც "უკრაინაგეითი" შეარქვეს, მისი ადვოკატის ორი პარტნიორი, უკრაინელი ლევ პარნასი და ბელორუსი იგორ ფრუმანი აეროპორტში დააკავეს. ისინი შტატების ტერიტორიიდან გასვლის მცდელობისას აიყვნეს.

ორ ბიზნესმენს, გამოძიება შტატებში სხვადასხვა საარჩევნო კამპანიების არაკანონიერ დაფინანსებას ედავება. გამოძიება ვარაუდობს, რომ ბიზნესმენები ასევე ჯულიანს ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში დაეხმარნენ. შტატების პრეზიდენტი დაკავებულ ორ პირთან ნაცნობობას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისინი რუდი ჯულიანის კლიენტები იყვნენ.

დღის ამბები