22 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
ჩინეთში ხიდის ჩამონგრევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთში ბეტონის ხიდის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. უბედური შემთხვევა ქალაქ უსიში მოხდა. ჩამონგრეულმა ხიდმა ავტომობილებში მსხდომი მგზავრები მოიყოლა.

უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს პოლიცია იძიებს.

დღის ამბები