21 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში - საპასუხო თავდასხმისას სასაზღვრო ქალაქებში 7 ადამიანი დაიღუპა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან საპასუხო თავდასხმის შედეგად თურქეთში, სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალესა და მარდინის პროვინციაში 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე მოქალაქე დაშავდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის არის 9 თვის ბავშვიც.

დაღუპულები არიან სირიაშიც. თურქეთის ავიაიერიშებს 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. თურქეთმა სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანა.

დღის ამბები