17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
ნინო ლომჯარია 20 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდება.  შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება, ნინო ლომჯარია შეხვედრის ძირითადი თემა იქნება საქმის გამოძიება და მათი უფლებების დაცვა. დღესვე, პირველ საათზე  დაკავებულთა ნაწილის საქმეზე სასამართლოც იმსჯელებს.

დაკავებულ აქციის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს სახალხო დამცველთან ორი ძირითადი საკითხი აქვთ განსახილველი ომბუდსმენთან, ერთი ეხება საგამოძიებო მასალებთან წვდომას, ისინი მოითხოვენ, რომ გამოთხოვილი იქნას მტკიდებულებები, მათ შორის ვიდეომასალები და იქნას სრულად გასაჯაროებული. ასევე დაკავებულთა ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ დაკავებულები დაზარალებულებად იქნენ ცნობილი, რადგან მათ 20 ივნისის ღამეს დაზიანებები მიაყენეს.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ასევე ის საკითხიც, რომ დაზარალებულის სტატუსი რამდენიმე ათეულ პოლიციელს და აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს აქვს მინიჭებული.

შეხვედრას დაესწრება ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატიც, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე პატიმრობაშია. 

დღის ამბები