17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
"ყველამ ისაუბროს თავის დამოუკიდებლობაზე" - განიცდიდა თუ არა ზეწოლას სასამართლო, ვლადიმირ კაკაბაძე არ პასუხობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დაუსვა. მდინარაძე კაკაბაძის შეფასებით დაინტერესდა,  განიცდიდა თუ არა ის რაიმე ზეწოლას წინა ხელისუფლების მხრიდან და რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო, როდესაც ის 2006 წელს მოსამართლე გახდა.

"მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში მაშინაც და დღესაც ვიყავი თავისუფალი და რაიმე ზემოქმედება ჩემთან დაკავშირებით არ ყოფილა,"- განაცხადა კაკაბაძემ.

კითხვაზე, როგორც მოქალაქეს რა შთაბეჭდილება აქვს წინა ხელისუფლების მმართველობის წლებთან დაკავშირებით, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების გამომდინარე დღეს სასამართლო არის უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. მდინარაძის დაზუსტებაზე, რომ მას არა დღევანდელი არამედ წინა მდგომარეობა აინტერესებდა, კაკაბაძემ პასუხისგან თავი შეიკავა.

"მე ისევ თავს შევიკავებ, ყველამ ისაუბროს თავის დამოუკიდებლობაზე,"- განაცხადა კაკაბაძემ.

დღის ამბები