17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ყოფნა-არ ყოფნა 2020-ის "ოცნების" სიაში - დეპუტატები პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდებიან

ამ დრომდე უცნობია როდის დაიწყებს კონსულტაციებს მმართველი პოლიტიკური ძალა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც ქართული ოცნების წევრები ამბობენ, ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ პარტიის ლიდერები მიიღებენ, რასაც თანაგუნდელების ნაწილი არ იზიარებს. მთავარ ინტრიგად კი რჩება კითხვა - ვინ დარჩება "ქართული ოცნების" რიგებში და როგორი სიით იქნება წარმოდგენილი სახელისუფლებო ძალა მომავალ წელს. იქამდე ვრცელდება სავარაუდო კანდიდატები, რომლებიც 2020 წლის სიაში, სავარაუდოდ, ვერ მოხვდებიან, მათ შორის არის მამუკა მდინარაძეც.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილის თქმით, მას არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" 2020-ის სიაში.

"არ ვიცი არ გადამიწყვეტია, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვწყვეტ, ჩემი სურვილი წყვეტს ამას, მე ვთვლი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც თვლის, რომ მაჟორიტარული არჩევნები უკეთესია, მაგრამ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ იძულებულები არიან გადავიდნენ პროპორციულზე,"- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის რევაზ არველაძის მომავალ პარლამენტში ყოფნა-არ ყოფნა, მისი თქმით, პარტიის ლიდერებზეა დამოკიდებული.

"თუ იქნება შემოთავაზება, ვიქნები, თუ არა, არავითარი პრობლემა არაა,"-  აღნიშნა რევაზ არველაძემ.

2 მოწვევის პარლამენტარობა საკმარისად მიაჩნია ნუკრი ქანთარიას, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არც სამგზის პარლამენტარობას გამორიცხავს:

"მიმაჩნია, რომ 2 მოწვევა საკმარისი უნდა იყოს და ახლა სხვა თაობაც უნდა მოვიდეს, მე ვთვლი თავს ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრედ, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა გახდა, ეს მეორე საკითხია,"- განაცხადა ქანთარიამ.

დღის ამბები