17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
"ყვითელი მიკროავტობუსები და ავტობუსები ტექდათვალიერების დროს ავტოფარეხებიდან გამართულ ნაწილებს ქირაობენ" - მანიპულაციები ტექდათვალიერებისთვის

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ტექინსპექტირების გავლის პროცესში შესაძლო მანიპულაციებზე საუბრობს. დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ყვითელი მიკროავტობუსები და ავტობუსები ტექდათვალიერების დროს ავტოფარეხებიდან ავტომანქანის გამართულ ნაწილებს ქირაობენ, რომლებსაც ინსპექტირების გავლის შემდეგ უკან აბრუნებენ. დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანები კი დიზელის ნაცვლად ტექდათვალიერების პროცესში ბენზინს ასხამენ, რათა ავტომობილის შეფერილი კვამლიანობა ნათელი არ იყოს. ასოციაცია მერიის შესაბამის უწყებებს მონიტორინგისკენ მოუწოდებს, შსს-ს კი გზებზე კანონის აღსრულებას სთხოვს:

"სანამ გაუშვებენ ინსპექტირებისთვის ხდება პრაქტიკულად აწყობა სატრანსპორტო საშუალების და ინსპექტირების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთხვევაში არის ტექნიკურად გაუმართავი და ეს არ არის ინსპექტირების ცენტრების ბრალი, ასეთი მანიპულაციები ხდება გარაჟებში,"- აცხადებს დავით მესხიშვილი.

დღის ამბები