18 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი მიზანი რეგიონში უსაფრთხოების დამყარებაა. მანამდე
პენტაგონმა ანკარას სირიაში მიმდინარე ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქალაქ კობანთან კი ამერიკელ სამხედროებს თურქეთის პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო.

"ეს ოპერაცია არც ერთ შეთხვევაში არ შეწყდება იმის მიუხედავად, რომ სირიის რეჟიმიც აპროტესტებს. ყველა მიმართულებით გვემუქრებიან, რომ შევაჩეროთ ოპერაცია. თუმცა არ შევჩერდებით. ეს ბატონ ტრამპსაც და სხვებსაც ვუთხარი. ბრძოლა გაგრძელდება ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე. ისინი თურქეთის ტერიტორიიდან 32 კილომეტრის მანძილზე უნდა დავხიოთ უკან,"- განაცხადა ერდოღანმა.

დღის ამბები