საბერძნეთში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევა თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე მოხდა.
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 33 წლის იყო, საბერძნეთში არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მანქანაში მყოფი 13 პირიდან არცერთს ქვეყანაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საკონსულოში შეტყობინება უკვე შესულია. გარდაცვლილის გადმოსვენებაში ოჯახს დახმარებას სახელმწიფო გაუწევს.