17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
"ეს არის ჩვენი წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მკაფიო აღიარება" - თურნავა საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე

საქართველოს რეიტინგი BB მინუსიდან BB-მდე გაუმჯობესდა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor"s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გაზარდა, პროგნოზით "სტაბილური".

ეს 2011 წლის შემდეგ პირველი გაუმჯობესებაა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. 2015-2018 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ თითქმის 4-პროცენტიან ნიშნულზე იყო. კომპანიას სამომავლოდაც პოზიტიური პროგნოზი აქვს.

აღნიშნულ თემას, საქართველოს ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მკაფიო აღიარებაა:

"ეს არის ძალიან მკაფიო აღიარება იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში გაატარა და ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ ჩვენი ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად და ყველაზე უფრო სწრაფად რეგიონში. რომ ვთქვათ, პრაქტიკულად რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის, ეს არის გაზრდილი ნდობის აღიარება ინვესტორების მხრიდან,"- განაცხადა თურნავამ

დღის ამბები