26 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
კახეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ორი მძიმედ დაშავდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთი დაშავებული ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი წნორის კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ. 

"კურიერის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" ტიპის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. 

შემთხვევა წნორში - ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რამდენიმე წუთის წინ  მოხდა. როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამის ინფორმაციას გაავრცელებენ. 

დღის ამბები