25 ნოემბერი 2024,   15:14
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ინციდენტისას დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე გარდაიცვალა

სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი რეგიონალურ ჰოსპიტალში 6 ოქტომბერს მოათავსეს. ექიმების ერთკვირიანი ბრძოლის მიუხედავად, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაძე დაიწყო, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც 41 წლის ვეფხვაძე ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს.

საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით,19-109-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულ 5 პირს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან, სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა ასევე დაუსწრებლად შეუფარდა. 

დღის ამბები