18 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ევროკავშირსა და ლონდონს ბრექსიტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირაში შეუძლიათ

ევროკავშირსა და ლონდონს ბრექსიტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას შეუძლიათ. განცხადება მიშელ ბარნიემ გააკეთა.

როგორც ბრექსიტის საკითხში ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი აღნიშნავს, კონსენსუსის შემთხვევაში დოკუმენტს ევროკავშირის ლიდერები 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე მოაწერენ ხელს, შემდეგ კი ბრიტანეთის პარლამენტს წარედგინება.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსითის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო.

"ჩვენი გუნდი მუშაობს ამ საკითხზე. სამუშაო პროცესში უფრო და უფრო მეტი პრობლემა დავძლიეთ. რეალურია შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგეს. დოკუმენტში როგორც ბრიტანეთის, ისე ევროკავშირის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული," - განაცხადა მიშელ ბარნიემ.

დღის ამბები