23 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
გარყვნილი ქმედება 5 წლის ბავშვის მიმართ - დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ კაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მამაკაცმა 5 წლის ბავშვთან წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, როგორც საკუთარ სახლში, ასევე ბავშვის საცხოვრებელ სახლშიც. მამაკაცი ივლისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღის ამბები