17 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს

ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ის ქურთულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს და სანქციების მიუხედავად, სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.

ერდოღანმა თურქეთში მცხოვრები 3 მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებაზეც ისაუბრა.
შეერთებული შტატები და საერთაშორისო ორგანიზაციები რამდენიმე დღეა ანკარას სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ტრამპმა თურქეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა. თურქულმა მხარემ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს ე.წ "უსაფრთხო ზონის" შექმნის მიზნით დაიწყო.

დღის ამბები