17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
დამანგრეველი ტაიფუნი "ჰაგიბისი" - იაპონიაში მსხვერპლთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

74-მდე გაიზარდა ტაიფუნ "ჰაგიბისის" მსხვერპლთა რიცხვი იაპონიაში. დაშავებულია 220 და დაკარგულია 12 ადამიანი. სამაშველო ეკიპაჟები სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. მდინარეების ადიდების გამო 13,000 სახლი წყალში ჩაიძირა. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ფუკუშიმას პრეფექტურას მიაყენა, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორისა ერთი ბავშვი.

მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. იაპონიის ხელისუფლება ინფრაქტრუქტურის აღსადგენად და დაზარალებულების დასახმარებლად რამდენიმე მილიონიან სუბსიდიას გამოყოფს.

დღის ამბები