14 ნოემბერი 2019,   03:20
ვრცლად
ბრძოლა "რუსთავი 2-ის" წილებისთვის - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ. 

როგორც ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გაირკვა, საქმეში მთავარი მოპასუხე "რუსთავი 2-ის"  100%-იანი წილის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება.

"დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების აღდგენას შეეხება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამიტომ, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული,"- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

"მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, ექნება ორი არჩევანი. პირველი, მოსამართლემ ან უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან უნდა უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მტკიცებულებები არის ხელისგულზე, ჩვენ შესაბამისად ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რაც არის სამართლიანი სასამართლო,"- აცხადებს აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე.

დავით დვალმა კი  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მედიასაშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართა, პროცესს მონიტორინგი გაუწიონ. დვალის განცხადებით, ქიბარ ხალვაშისთვის "რუსთავი 2-ის" დაბრუნება ფსევდოსამართლიანობის აღდგენაა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს პასუხობს. პაატა სალიას განმარტებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. პაატა სალიას თქმით, აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია. 

დღის ამბები