18 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - რუსეთის სინოდის საგანგებო სხდომა

რუსეთის საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სინოდი საგანგებოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას განიხილავს.  

რუსეთის პატრიარქის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მოსალოდნელი ქმედებები და დამოკიდებულება იწვევს.

პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ უკრაინაში გამოყოფილი დაჯგუფების აღიარებამ, შესაძლოა, სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობა დაარღვიოს და ის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდეს.  


 

ამავე თემაზე
დღის ამბები